თათბირი დეპარტამენტის თავმჯდომარესთან

7 ნოემბერი, 2018  

 

2018 წლის 7 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ჩატარდა თათბირი აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის და აპარატის უფროსის მონაწილეობით. თათბირზე განხილულ იქნა შიდა ქართლში განსახლებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ, ადგილზე გასვლით, ინფორმაციების განახლება. სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა შიდა ქართლში განსახლებულ დევნილთა პრობლემური საკითხების ადგილზე შესწავლის მიზნით წარმომადგენლობისა და დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივი გასვლა, პრობლემური საკითხების გამოვლენა-დაფიქსირება, სათანადო ინფორმაციის მომზადება და მათი შესაძლო გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი ზემდგომი ორგანოებისათვის მიწოდება.1541589989378 1541589989479 1541589989567 1541589989644