წყალტუბოსა და ზუგდიდში დევნილთათვის 9 საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

5 ნოემბერი, 2018  

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა , დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით , ღია კარის დღე გამართა და სამშენებლო კომპანიებს  გამოსაცხადებელი ტენდერები წინასწარ წარუდგინა.

ამ ეტაპზე , დაგეგმილია სამეგრელოსა და იმერეთში  9 კორპუსის მშენებლობა 780 დევნილი ოჯახისთვის.

დეველოპერებთან შეხვედრის დღეს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და img_0344_0ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში , ყველა ბინაში დამონტაჟდება გაზის გამათბობლები, მოეწყობა გარე ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზები და ავტოსადგომები.