თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში მონაწილეობის მორიგი დღე

19 ოქტომბერი, 2018  

3მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს  დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლებმა   ქ. თბილისში,   ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში გეგმიური მონაწილეობა მიიღეს.

დიდუბის რაიონში, სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონი შენდება.  ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება.  იმ ქველმოქმედთა სახელები , რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.

5 4 2 1