გრძელდება კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში მცირეფასიანი სარემონტო სამუშაოების შესრულება

11 ოქტომბერი, 2018  

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა  ქ. თბილისში, გმირ კურსანტთა №27-ში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის სახურავის დაზიანებული თუნუქის ნაწილობრივი შეცვლა.

uiui 21 43