14 სექტემბერს სასტუმრო ამბასადორში, ლტოლვილთა დანიის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა სამეთვალყურეო საბჭოს დასკვნითი საკოორდინაციო შეხვედრა

17 სექტემბერი, 2018  

yy14 სექტემბერს სასტუმრო ამბასადორში, ლტოლვილთა დანიის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა პროექტის „ დევნილთა თემების გაძლიერება და საკოორდინაციო მექანიზმების დახვეწა მუნიციპალურ დონეზე ინტეგრაციის შესანარჩუნებლად“ სამეთვალყურეო საბჭოს დასკვნითი საკოორდინაციო შეხვედრა.

შეხვედრის მიზანი გახლდათ პროექტის ძირითადი კომპონენტების, მიღწევებისა და გამოწვევების შეჯამება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ლტოლვილთა რეგიონალური კოორდინატორი – ჯონათან ჰაიესი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი – მურად აბლოთია, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი – მერი კოჭლამაზაშვილი, ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის მისიის დირექტორი – ვინსენტ დონტოტი, ლდს-ს სტრატეგიული პარტნიორობის მენეჯერი – ნინო ხოხობაია, სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მათ შორის გარდაბნის მერი – რამაზ ბუდაღაშვილი, პროექტის მონაწილე ტრენერები და დევნილთა თემების წარმომადგენლები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე გაიმართა პროექტის ადვოკატირების კამპანიის „ერთად დევნილებისთვის“ ფარგლებში მომზადებული ვიდეოების ჩვენებაც. ღონისძიების საბოლოო ნაწილი წარიმართა დასკვნითი შეფასებებისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში.

პროექტი მიმდინარეობდა 2017 წლის სექტემბერიდან და ფინანსდებოდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

1 2 3 6 7 8 4 5