აფხაზეთის მთავრობის გასვლითი ღონისძიება კახეთში

5 აგვისტო, 2018  

კახეთი2 2018 წლის 4 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით კახეთის რეგიონში – თელავსა და ბაკურციხეში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ჩატარდა უფასო სამედიცინო გამოკვლევები. გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, ექიმების დანიშნულების შესაბამისად, დევნილ პირებზე გაიცა უფასო მედიკამენტები.

დევნილ მოსახლეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ გაეწია უფასო იურიდიული კონსულტაცია, ასევე აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების  და სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, მიეწოდათ ინფორმაციები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

გამოკვლევის მიმდინარეობის პროცესს ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წევრები, მათ შორის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და თავმჯდომარის მოადგილე დავით მიქავა.კახეთი3 კახეთი1 კახეთი2