გამოფენის – „ჩემი სახლისაკენ მიმავალი გზა“ პრეზენტაცია გაიმართა

19 მაისი, 2018  

scrსაქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის მხატვრების მორიგი გამოფენა „ჩემი სახლისაკენ მიმავალი გზა“ გაიმართა.  დამთვალიერებლებს  შესაძლებლობა ჰქონდათ 40-მდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი დაეთვალიერებინათ.  აქვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია მოეწყო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე ქ. თბილისში განსახლებული დევნილი საზოგადოება.