სტომატოლოგიური კლინიკა დევნილებს სპეციალურ მომსახურებას სთავაზობს

1 თებერვალი, 2018  

devniltaდევნილთა და განსახლების სამინისტროს და სტომატოლოგიური კლინიკა „ნიუ დენტის“ ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, წლების განმავლობაში დევნილებისთვის არაერთი აქცია ჩატარდა.

ამ ეტაპზე, სტომატოლოგიურ კლინიკათა ქსელი და სასწავლო ცენტრი „ნიუ დენტი“ დევნილებს ორთოპედიულ მკურნალობას 60%-იანი ფასდაკლებით, ხოლო მასთან დაკავშირებულ წინა საორთოპედო თერაპიულ მკურნალობას სრულიად უფასოდ სთავაზობს.

სტომატოლოგიური მომსახურების მიღება შესაძლებელია თბილისში, პეტრიაშვილის ქ.N32-ში. დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე – 2 22 13 76.

იხილეთ ბმული:   http://www.mra.gov.ge/geo/news/show/189/10641