2018 წლის 26 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

26 იანვარი, 2018  

1დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

მთავრობის სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.  აღსანიშნავია,  რომ სოციალურად დაუცველთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების  პროგრამის ეფექტურობის კიდევ უფრო ამაღლების  მიზნით გაიზარდა  ამ პროგრამისათვის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები.  აგრეთვე განიხილეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი და 2018 წელს აფხაზეთის  მთავრობის სხდომებზე განსახილველ  საკითხთა ნუსხა.

3 4 5 2