შეხვედრა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქციასთან „მრგვალი მაგიდა-დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“

26 იანვარი, 2018  

logo - saitistvis2018 წლის 26 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში შედგა შეხვედრა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქციასთან  „მრგვალი მაგიდა-დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“.  დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან შეხვედრისას იმსჯელეს დეპარტამენტისა და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების ფუნქციებიდან გამომდინარე სხვადასხვა საკითხზე, დაიგეგმა   სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობით გასატარებელი ღონისძიებები.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ  ფრაქცია  „მრგვალი მაგიდა-დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე თ. ხუბუა,  აღმასრულებელ სტრუქტურებთან ურთიერთობის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი  ზ. მებონია და ფრაქციის თავმჯდომარის თანაშემწე  მ. ჯახაია.