ზუგდიდში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება გრძელდება

6 ოქტომბერი, 2017  

wwსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 4 თორმეტსართულიან კორპუსს აშენებს, სადაც ბინა 240 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება სამეგრელოს რეგიონსა და თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

განაცხადები მიიღება 2017 წლის 4 ნოემბრამდე, შემდეგ მისამართებზე:

• თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მისაღები ცენტრი;
• ზუგდიდი, ხუბულავას ქ. N6, სამინისტროს ტერიტორიული სამმართველო.

იხილეთ ვიდეო:

https://www.youtube.com/watch?v=2WnRM9g3h-E