გილოცავთ ჯვართამაღლებას!

27 სექტემბერი, 2017  

22046445_518630521815310_3887389400320045056_n

27 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს.

ჯვართამაღლება იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. საღმრთო წიგნის მიხედვით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა. ეს ფაქტი 326 წელს მოხდა.

კონსტანტინე რომის პირველი იმპერატორი იყო, რომელმაც ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ამ დღეს მორწმუნეები მარხვით აღნიშნავენ.