ისტორია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით 1993 წელს შეიქმნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტი ქ. სოხუმში, რომელმაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ  8 საშტატო ერთეულით  ფუნქციონირება გააგრძელა ქ. თბილისში კიმი ჯაჭვლიანის ხელმძღვანელობით. თანდათანობით დაიხვეწა კომიტეტის უფლება – მოვალეობები, მუშაობის სტილი და მეთოდები, დამტკიცდა დებულება. 1997 წლის 3 იანვარს  აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით კომიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, 5 სტრუქტურული დანაყოფითა და 25 საშტატო ერთეულით. სამინისტრო, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან და აფხაზეთის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთობლივად აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ისეთ ღონისძიებებში, როგორიცაა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლება, მათთვის დევნილის სტატუსის მინიჭება-რეგისტრაცია, საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება და სხვა. 2004 წლის დეკემბერში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში განხორციელდა რეორგანიზაცია, ხოლო აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 01 თებერვლის №9 დადგენილებით შეიქმნა და დღემდე ფუნქციონირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი.

ამჟამად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი ხელმძღვანელობს აფხაზეთის მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის №49  დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დებულებით.

დეპარტამენტის მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:

ა) მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარისათვის წინადადებებისა და შესაბამისი დასკვნების წარდგენის მიზნით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომში – დევნილი) პრობლემების გადაჭრის საკითხებში არსებული საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივი და აკადემიური გამოცდილების, პროგრამებისა და ინიციატივების, კვლევებისა და მოსაზრებების შეგროვება, გაანალიზება და შეჯერება;

ბ) დევნილი მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესების ხელშეწყობისა და პრობლემების გადაჭრის მიზნით მთავრობასთან, ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინირებული ურთიერთობა;

გ) დევნილთა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვისათვის წინადადებებისა და პროექტების შემუშავება;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ პირებთან ურთიერთობების წარმართვა დევნილთა სახელმწიფოზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირებისა და მათი თვითკმარობის უზრუნველყოფისათვის წინადადებების შემუშავების მიზნით

ე) მთავრობის გამგებლობაში არსებული დაწესებულების – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის (შემდგომში – წარმომადგენლობა) მართვა, წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო – ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობა. ასევე საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა.

 

Вы запросто найдете примеры идей для исполнения воровской татуировки , скарификация в домашних условиях.